Belive

ფლიკი: "მთელი გუნდი დიდი წნეხის ქვეშ არის - მათ უნდა გააუმჯობესონ დაცვის ხარისხი და შედეგები"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მიუნხენის ბაიერნის" დაცვის თამაში მიმდინარე სეზონში დამაკმაყოფილებელი ნამდვილად ვერაა. გერმანული გრანდი უკვე 6 შეხვედრაა ვერ ახერხებს კარის მშრალად შენახვას. ბოლოს "რეკორდმაისტერებმა" საკუთარი კარის მშრალად შენახვა 10 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში "ლოკომოტივთან" მოახერხეს. ამის თაობაზე კომენტარი გააკეთა მიუნხენელების მთავარმა მწვრთნელმა ჰანს ფლიკმა.
"ჩემი გუნდის დაცვა ახლა დიდი წნეხის ქვეშ არის და ზეწოლას განიცდის, მაგრამ ეს მხოლოდ დაცვის ოთხეულს არ ეხება, ზეწოლის ქვეშაა მთლიანად გუნდი. თამაშის მიმდინარეობისას ბურთზე ისეთი კონტროლი აღარ გვაქვს, როგორიც საჭიროა და როგორც ეს ადრე იყო". " მე მოველოდი, რომ გუნდს მცირე კრიზისი დაეწყებოდა და ეს მოლოდინი გამართლდა, თუმცა ჩემმა გუნდმა საოცარი ხასიათის სიმტკიცე და ერთიანობა გამოავლინა. ჩევნ მოვახერხეთ და ბუნდესლიგის ზამთრის ჩემპიონები გავხდით". "გუნდის ძირითადი ბირთვი გამართულად ვერ მუშაობს, რაშიც ოთხშაბათს გერმანიის თასზე გამართულ შეხვედრაშიც დავრწმუნდით, სადაც მტკივნეული მარცხი განვიცადეთ". "ჩვენ ზედმეტად მარტივად ვაძლევთ მეტოქეებს საუშუალებას, რომ თავიანთი შანსები გამოიყენონ. ჩვენ გაცილებით ხელსაყრელ პოზიციაში უნდა ვიყოთ, თავი ერთად უნდა დავიცვათ. ეს ჩვენი მოვალეობაა და ვიმედოვნებთ, რომ მალე კვლავ საუკეთესო ფორმაში ჩავდგებით და მწვერვალს დავუბრუნდებით".
ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში "ბაიერნს" 15 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 33 ქულა აქვს და პირველ პოზიციაზე იმყოფება. ასევე, მიუნხენელები ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში არიან გასულები, სადაც მათი მეტოქე "ლაციოა".  

სხვა სტატიები