Belive

ფლიკი: "თუ ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ, გამარჯვებაში ხელს ვერაფერი შეგვიშლის" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა მოახლოებული ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, რომელშიც მისი გუნდი "პარი სენ-ჟერმენის" წინააღმდეგ ითამაშებს, ემოციები გაამჟღავნა. "შევეცდებით ვაჩვენოთ საუკეთესო თვისებები და ვითამაშოთ ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი. თუ ამის გაკეთებას მოვახერხებთ, თუ ყველა მომენტში 100%-ით კონცენტრირებულები ვიქნებით, მაშინ გამარჯვებაში ხელს არაფერი შეგვიშლის.  "პსჟ-მ" ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ ხუთი გოლი გაუშვა, რაც ტურნირში ყველაზე ნაკლებია. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი დაცვის ხაზი ისევე კარგად მუშაობს, როგორც შეტევის. ამის მიუხედავად, ჩვენ საკუთარი გეგმა გვაქვს და იმედი მაქვს მის შესრულებას შევძლებთ", - თქვა 55 წლის გერმანელმა. "პსჟ-სა" და "ბაიერნის" დამაინტრიგებელი შეხვედრა 23 აგვისტოს, ლისაბონში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები