Belive

ფლორენტინო პერესი: "როდრიგო ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავია"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალმა" 18 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი, როდრიგო გოეში შეიძინა. "სანტოსის" ყოფილ მოთამაშეში მადრიდელებმა 45 მილიონი ევრო გადაიხადეს. ახალ შენაძენზე განცხადება "რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა გააკეთა. მისი თქმით, როდრიგო ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავია.
"რეალი განაგრძობს ტალანტების შეძენას და მათ საუკეთესოებად აღზრდას. ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალი ერა. ახალგაზრდებმა უნდა შექმნან ახალი ეპოქა" - განაცხადა პერესმა.
"რეალის" პრეზიდენტმა როდრიგოს მიმართა:
"შენ ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი ხარ. კეთილი იყოს შენი მობრძანება იქ, სად ყოფნაც გიყვარს. შენ ახალ ისტორიას დაწერ. კეთილი იყოს შენი მობრძანება ახალ სახლში, მადრიდის რეალში" - აღნიშნა პერესმა.
კომენტარი თავად როდრიგომაც გააკეთა.
"მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის გააკეთა. ოცნება ავიხდინე. იმედი მაქვს გულშემატკივარს გავახარებ. დიდება მადრიდს!" - განაცხადა ახალგაზრდა მოთამაშემ.

სხვა სტატიები