Belive

ფლორენტინო პერესი საკუთარი ოცნების ასრულებას ცდილობს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი საკუთარ ოცნებაზე ჟურნალისტების წინაშე საჯაროდ აპარაკდა, როგორც ჩანს ის ჩოგბურთის დიდი გულშემატკივარია. "მინდა რომ როჯერ ფედერერისა და რაფაელ ნადალის შეხვედრა სანტიაგო ბერნაბეუზე ჩატარდეს. ამით ყველანაირი რეკორდი მოიხსნება, 81 000 კაცი ბრწყინვალე შეხვედრის მომსწრე გახდება", - განაცხადა პერესმა. შეგახსენებთ, რომ დასწრების თვალსაზრისით საჩოგბურთო მატჩზე რეკორდული მაჩვენებელი 35 681 ადამიანია, ეს მოხდა კიმ კლაისტერსისა და სერენა უილიამსის საჩვენებელ მატჩზე ბრიუსელში. პერესი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ყველანაირად შეეცდება აღნიშნული ღონისძიების ჩატარებას. მადრიდელების პრეზიდენტი დიდ სურვილს გამოთქვამს, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" ფედერერისა და ნადალის დაპირისპირების ხილვის საშუალება 81 055 მაყურებელს მისცეს.

სხვა სტატიები