Belive

ფლორენტინო პერესს კონკურენტი გამოუჩნდა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ვალენსიის მეწარმეთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ვისენტე ბოლუდამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მადრიდის "რეალის" პრეზიდენტობისთვის ბრძოლას აპირებს. ბოლუდა "სამეფო კლუბის" გულშემატკივარს შეპირდა, რომ ის კლუბს ყველა პირობას შეუქმნის და გუნდში სულ მცირე სამ მსოფლიო დონის ვარსკვლავს მიიყვანს. ბოლუდა რამონ კალდერონის დროს კლუბის ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ. 2009 წლის 16 იანვრიდან 1 ივნისის ჩათვლით პრეზიდენტის მოვალეობებს ასრულებდა (კალდერონის გადადგომის გამო). მისი კარიერა "რეალში" ფლორენტინო პერესის მისვლის შემდეგ დასრულდა.

სხვა სტატიები