Belive

ფლორენტინო პერესს კორონავირუსი დაუდგინდა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტს - ფლორენტინო პერესს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას "სამეფო" კლუბი, სოციალურ ქსელში ავრცელებს.

73 წლის ფლორენტინო პერესს სიმპტომები არ შეენიშნება, თუმცა ასაკიდან გამომდინარე მას კვლევები ჩაუტარდება და სისტემატიური დაკვირვების ქვეშ იქნება. ფლორენტინო პერესი, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი 2000 წლის 17 ივლისიდან არის. 2006 წელს ესპანეთში განხილვის მთავარ საგნად იქცა მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის პოსტიდან გადადგომა. ექვსი წლის მანძილზე პერესი უზარმაზარ ფინასურ რესურსებს ხარჯავდა მსოფლიო დონის ვარსკვლავების შესაძენად და ასეთი მეთოდით მას სურდა რეალის მსოფლიო გუნდად ჩამოყალიბება. საბოლოოდ ზედიზედ სამ სეზონში გუნდის წარუმატებლობის გამო და განსაკუთრებით 2006 წელს ორი მტკივნეული მარცხის გამო (ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში საკუთარ მოედანზე რეალი - არსენალი 1-0 და ესპანეთის ჩემპიონატი რეალი - მალიორკა 1-2) „გალაქტიკოსის“ შემქმნელი იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა. გადადგომის მიზეზად მმართველი საბჭოს შეხვედრაზე პერესმა ექიმების რეკომენდაცია დაასახელა. 2009 წლის 1 ივნისს ფლორენტინო პერესი უალტერნატივოდ (ყველა კონკურენტმა მოხსნა თავისი კანდიდატურა) ისევ გახდა სამეფო კლუბის“ პრეზიდენტი. მან თავის პოლიტიკას მე-2 ვადაშიც არ უღალატა და პრეზიდენტად განმეორებით დანიშვნიდან რამდენიმე კვირაში ორი ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა — შეიძინა კაკა და კრიშტიანუ რონალდუ.

სხვა სტატიები