Belive

ფოდენი, საკა, რაისი - ინგლისის სავარაუდო შემადგენლობა EURO 2028-ზე

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანეთისა და ირლანდიის რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციებმა EURO 2028-ის ერთობლივი მასპინძლობის სურვილი გამოთქვეს. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ UEFA დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს - კონკურენტთა სიაში მხოლოდ თურქეთი და რუსეთი იმყოფებიან. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელის მიერ დაფიქსირებულ განცხადებას, მსოფლიოს მასშტაბით მძაფრი და უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ბრიტანული მედია საშუალებები ავრცელებენ სავარაუდო შემადგენლობას, რომლითაც ინგლისის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა შესაძლოა EURO 2028-ზე იასპარეზოს. მეკარე: აარონ რამსდეილი მარჯვენა მცველი: რის ჯეიმსი ცენტრალური მცველი: ბენ უაითი ცენტრალური მცველი: ლევი კოლვილი მარცხენა მცველი: ლუკ ტომასი ცენტრალური ნახევარცმველი: დეკლან რაისი ცენტრალური ნახევარმცველი: ჯუდ ბელინგემი ცენტრალური ნახევარმცველი: ჰარვი ელიოტი მარჯვენა ვინგერი: ბუკაიო საკა თავდამსხმელი: ლიამ დელაპი მარცხენა ვინგერი: ფილ ფოდენი

სხვა სტატიები