Belive

ფოტო, რომელიც ბეილს რეალში პრობლემებს შეუქმნის

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გუშინ, 19 ნოემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩები გაიმართა, სადაც უელსის ნაკრებმა შინ უნგრეთი 2:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ორივე გოლის გატანა აარონ რემზიმ შეძლო, პირველ გოლზე რემსის საგოლე გადაცემა კი გარეთ ბეილმა გაუკეთა. მატჩის შემდეგ უელსის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მოედანზე, გულშემატკივართან ერთად აღნიშნა, რა დროსაც გარეთ ბეილმა უელსის ნაკრების დროშა გამოიტანა, რომელზეც დატანილი იყო: "უელსი, გოლფი, მადრიდი - ამ თანმიმდევრობით."
ამ ფაქტის გამო გარეთ ბეილს "რეალში" შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეექმნას. შეგახსენებთ, რომ გარეთ ბეილი ედენ აზარის "რეალში" პრეზენტაციის დროს, აშშ-ში იმყოფებოდა და გოლფის ტურნირისთვის ემზადებოდა, ასევე მან ისაუბრა იმაზე, რომ ფეხბურთელებს რობოტებივით უწევთ ცხოვრება, ხოლო გაცილებით უკეთესი რეჟიმი აქვთ გოლფის მოთამაშეებს. დიდი ალბათობით ამ ფაქტზე კომენტარს მადრიდის "რეალის" წარმომადგენლებიც გააკეთებენ, რადგან გარეთ ბეილმა გოლფი "რეალზე" წინ დააყენა.      

სხვა სტატიები