Belive

ფრანჩესკო ტოტი: "რომას დატოვებას სიკვდილი მირჩევნია, მაგრამ..."

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
იტალიური "რომას" ლეგენდა, ფრანჩესკო ტოტი ემოციურ და რთულ განცხადებას ავრცელებს. იტალიელმა ფეხბურთელმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც კლუბის დატოვებაზე კომენტარი გააკეთა და "რომას" ხელმძღვანელობა გააკრიტიკა.
"კლუბის ხელმძღვანელობას ჩემი გადადგომის შესახებ ვაცნობე. ეს ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო. მე შეიძლება დავბრუნდე კლუბში, თუმცა ეს მოხდება სხვა ხელმძღვანელობის პირობებში. ამ გადაწყვეტილებაში არ არის ჩემი ბრალი, რადგან არასოდეს მქონდა საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება. პროექტში ბოლომდე ჩართული არასოდეს ვყოფილვარ. პირველ წელს შეიძლება ასეთი რამ მოხდეს, მეორეში უკვე გავაცნობიერე, რისი გაკეთებაც მინდოდა, მაგრამ არასოდეს ვიკრიბებოდით ერთად, არ ვეხმარებოდით ერთმანეთს. არანაირი აზრი არ ჰქონდა ამ ადამიანებისთვის ამეხსნა – რა არ არის ისე და რა უნდა გამოვასწოროთ. ეს დროის უაზრო ხარჯვაში გადადიოდა. მე არ მიმიღია მონაწილეობა დე როსის საკითხის გადაწყვეტაში. თუ მე „რომაში“ დაბრუნება მიწერია, მხოლოდ ახალი მფლობელის პირობებში. თუ ის ირწმუნებს ჩემს შესაძლებლობებს, კარგი იქნება." - განაცხადა ტოტიმ.
ფრანჩესკო ტოტის მთელი კარიერა "რომაში" აქვს გატარებული. ის 1989 წლიდან ახალგაზრდულ კლუბში თამაშობდა. 1992-2017 წლებში კი რომაული გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. "რომში" ტოტიმ 30 წელი გაატარა.

სხვა სტატიები