Belive

ფრანგ მილიარდერს მილანის შეძენა და გუნდში მესის გადაყვანა სურს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს, ბერნარ არნოს, იტალიური "მილანის" შეძენა სურს. ფრანგ მილიარდერს, რომლის ქონებაც Forbes-ის მიხედვით $103.7 მილიარდს შეადგენს, მეგა-ტრანსფერის განხორციელება და "მილანში" ლიონელ მესის გადაყვანა სურს.
ამასთან ერთად, არნოს სურვილია, "მილანში" მესისა და პეპის ტანდემი კიდევ ერთხელ შედგეს. ესპანელი სპეციალისტი "ბარსელონას" 2008-2012 წლებში წვრთნიდა და მესისთან ერთად, ყველა შესაძლო გუნდური ტიტული მოიგო. პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. თუმცა ცნობილია, რომ პეპს ინგლისში უფრო დიდი ხნის განმავლობაში მუშაობა სურს.
იტალიურ სპორტულ მედიასაშუალებებში იწერება, რომ გარიგების წარმატების დასრულების შემთხვევაში, ბერნარ არნო გუნდს ახალ ენერგიას მისცემს, რაც "მილანს" ძველი დიდების დაბრუნებაში დაეხმარება. უკანასკნელი 6 სეზონის განმავლობაში, მილანმა სერია ა-ში მე-8, მე-10, მე-7, მე-6, მე-6 და მე-5 ადგილები დაიკავა.

სხვა სტატიები