Belive

ფრანგული მედია: "შესაძლოა ბორდომ დავითაშვილი ნაკრებში არ გაუშვას"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფრანგული მედია საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, ზურიკო დავითაშვილის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ შესაძლოა იგი ეროვნულ გუნდს 2022 წლის ბოლო მატჩისთვის ვერ დაეხმაროს.

საქმე ისაა, რომ 19 ნოემბერს, ფრანგულ კლუბს ქვეყნის თასის 1/64-ფინალის შეხვედრა ელის, რის გამოც, შესაძლოა ეროვნულ გუნდებში გამოძახებული ფეხბურთელები სამშობლოში არ გაუშვას.

როგორც webgirondins.com-ი წერს, "ბორდოს" გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ აქვს და თუ რა მოხდება 21 წლის ფეხბურთელის თავს, უახლოეს პერიოდში გადაწყდება.

ზურიკო დავითაშვილს "ბორდოს" შემადგენლობაში 6 მატჩი აქვს ჩატარებული, 1 გოლი გატანილი და 1 საგოლე გადაცემა გაკეთებული.

საქართველოსა და მაროკოს ნაკრებების დაპირისპირება 17 ნოემბერს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.


სხვა სტატიები