Belive

ფრანგული პრესა: ქართველ მცველს, ამირან სანაიას სიმსივნე აქვს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფრანგული ,,როდეზის'' მცველს, ამირან სანაიას, სიმსივნე დაუდგინდა. ინფორმაცია გუნდის პრეზიდენტმა, პიერ-ოლივიე მურამ შაბათს, 30 ოქტობმერს, გაავრცელა:
,,ამის შესახებ ამ კვირაში გავიგეთ. სანაიას გამოკვლევები ჩაუტარდა, რაც მომავალ კვირას ტულუზაში გაგრძელდება. ეს ბრძოლაა და გუნდი მას ყველაფრით დაეხმარება. ყველანი მასთან და მის ოჯახთან ერთად ვიქნებით. ამირანი მისი მებრძოლი ხასიათით უფრო ძლიერი დაბრუნდება,'' - განაცხადა მურამ, რომელსაც დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.
ამირან სანაია 1989 წელს სოხუმში დაიბადა. ,,როდეზის'' გარდა, ფეხბურთელი კარიერის განმავლობაში ,,ზესტაფონში'', ,,ლე მანში'', ,,ბასტიაში'', ,,ლიუზნაკში'', ,,პარიზსა'' და ,,ლერბიეში'' თამაშობდა. 2007-2009 წლებში სანაიამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 6 მატჩი ჩაატარა.

სხვა სტატიები