Belive

ფრანგული პრესა - როდის შედგება მესის დებიუტი პსჟ-ში

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' ახალწვეული, ლეო მესი ,,სტრასბურგთან'' საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურში არ ითამაშებს. ინფორმაციას Le Parisien-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, არგენტინელი ჯერჯერობით ოპტიმალურ ფორმაში არ არის და მისი დებიუტი 29 აგვისტომდე ნაკლებსავარაუდოა - 29-ში პარიზელები ჩემპიონატის მე-4 ტურში ,,რეიმსს'' ესტუმრებიან.
,,როდის ვიხილავთ მესის მოედანზე? მას შემდეგ, რაც ლეომ ერთი თვის წინ კოპა ამერიკის ბოლო მატჩში ითამაშა, სულ ორჯერ ივარჯიშა. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვიმოქმედებთ, ერთმანეთს უკეთ გავიცნობთ და მას თავს კომფორტულად ვაგრძნობინებთ, რათა მისი დებიუტი მაშინ შედგეს, როცა ფორმაში იქნება,'' - განაცხადა ,,პსჟ-ის'' მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ.
5 აგვისტოს ,,ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ კატალონიელები ლეოს ახალ კონტრაქტს ლა ლიგაში არსებული შეზღუდვების გამო ვერ უფორმებდნენ. მესი ,,პარი სენ ჟერმენს'' თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. არგენტინელი ხელფასის სახით სეზონში 35 მილიონ ევროს მიიღებს.

სხვა სტატიები