Belive

ფრანკ რიბერი სალერნიტანას ფეხბურთელია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
38 წლის ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი, ფრანკ რიბერი, სერია A-ში ახლადგადმოსულ კლუბს, "სალერნიტანას" რიგებს შეუერთდა. "სტადიო არეკიზე" სალერნოულმა კლუბმა საკუთარი ფეხბურთელების პრეზენტაცია 13,000 მაყურებლის წინაშე წარადგინა. ცხადია, ფეხბურთელთა შორის ფრანკ რიბერიც იყო, რომელმაც მაყურებელს ერთგულება გამოუცხადა და პირობა დადო, რომ გუნდის წარმატებისათვის 100%-ით დაიხარჯება. "აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. პირობას ვდებ, რომ 100%-ით დავიხარჯები დასახული მიზნების მისაღწევად", - განუცხადა რიბერიმ გულშემატკივარს. რიბერიმ კარიერის ყველაზე დიდი ნაწილი მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში გაატარა, სადაც 425 შეხვედრა ჩაატარა, რა პერიოდშიც 124 ბურთის გატანა და 182 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. კარიერის დასკვნით ნაწილში კი ფრანგმა ფეხბურთელმა იტალიაში გადაინაცვლა, სადაც 2 წლის განმავლობაში "ფიორენტინას" რიგებში ირიცხებოდა. ფლორენციელთა მაისურით ფრანგმა 51 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 5 ბურთის გატანა და 10 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა. "სალერნიტანამ" რიბერი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. ფეხბურთელი გუნდში 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

სხვა სტატიები