Belive

ფრანკ რიბერის მომავალი ცნობილია!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გავლენიანი გერმანული გამოცემა Kicker იუწყება, რომ ფრანკ რიბერის სამომავლო ბედი ფაქტობრივად გადაწყვეტილია! ფრანგი გარემარბი, ისევე როგორ არიენ რობენი,  "რეკორდმაისტერის" რიგებში უკანასკნელ სეზონს ატარებს, მომდევნო სეზონიდან რიბერის ასპარეზობის გაგრძელება ყატარში, უფრო კონკრეტულად კი "ალ-სადის" რიგებში სურს. მოგეხსენებათ, რომ რიბერის სხვა დივიზიონებიდანაც ჰქონდა შემოთავაზება, ერთი ვერსიით მას თურქეთის ეროვნულ ლიგაშიც უნდა ეასპარეზა, თუმცა როგორც ჩანს თავად ფრანგმა სხვა გადაწყვეტილების მიღება ამჯობინა. შეგახსენებთ, რომ ფრანკ რიბერის "ბაიერნის" მაისურით 269 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 84 გოლი აქვს გატანილი. "რეკორდმაისტერის" რიგებში ფრანგი ფეხბურთელის მონაგარი (ტიტულები) ასეთია - 1 ჩემპიონთა ლიგა, 8 ბუნდესლიგა, 5 გერმანიის თასი, 1 ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი, 5 გერმანიის სუპერთასი.

სხვა სტატიები