Belive

ფრედი ლიუნგბერგმა არსენალის სამწვრთნელო შტაბი დატოვა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შვედი სპეციალისტი მიკელ არტეტას თანაშემწედ მუშაობას აღარ აპირებს და ის "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელის ასისტენტობიდან მიდის. ვეტერანი ფეხბურთელის სურვილია, რომ დამოუკიდებელი სამწვრთნელო კარიერა დაიწყოს, ეს გადაწყვეტილებაც 43 წლის სკანდინავიელმა ამ მიზეზით ახსნა: "გადავწყვიტე არსენალის პირველი გუნდის მწვრთნელის ასისტენტის პოსტი დავტოვო, ვინაიდან უფრო მაღალი სამწვრთნელო გამოცდილების მიღება მსურს. 1998 წლიდან ამ კლუბის ნაწილი ვარ და მადლობას ვუხდი მათ ყველა მოცემული პერსპექტივისთვის, როგორც ფეხბურთელის, ისე მწვრთნელის რანგში. მიკელს და გუნდს წარმატებულ სეზონებს ვუსურვებ. განსაკუთრებულ მადლობას კი გულშემატკივრებს მათი თანადგომისთვის ვუხდი. იმედი მაქვს, მალე შევხვდებით". 2013 წლიდან მოყოლებული ლიუნგბერგი ლონდონურ კლუბში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა, შარშან ზამთარში კი, უნაი ემერის დათხოვნის შემდეგ, მან 6 მატჩში მთავარი მწვრთნელის მოვალეობა შეასრულა, ხოლო შემდეგ მუშაობა მიკელ არტეტას დამხმარედ გააგრძელა.

სხვა სტატიები