Belive

ფრენკ ლამპარდი: "ბაიერნისთვის 3 გოლის გატანა შეგვიძლია"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა, ჩემპიონთა ლიგაში, მიუნხენის "ბაიერნთან" საპასუხო მატჩის წინ თავისი გუნდის შანსებზე ისაუბრა. "მე მჯერა, რომ სამი გოლის გატანა შეგვიძლია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ აქ არ ვიქნებოდით. უნდა გვჯეროდეს, რომ შეგვიძლია "ბაიერნის" ბარიერი გადავლახოთ. ეს არის ის, რისიც ფეხბურთელებმა უნდა ირწმუნონ, რათა მოედანზე საბრძოლველად გავიდნენ.  ეჭვგარეშეა, რომ ეს ძალიან რთული მისიაა. ეს იქნება ძალიან ძნელი, მაგრამ ისტორიას ახსოვს მატჩები, როდესაც ყველაფერი საპირისპიროდ შეიცვალა. უნდა გვჯეროდეს, რომ შეგვიძლია შევქმნათ რაღაც განსაკუთრებული. ჩვენ მატჩს სწორი დამოკიდებულებით უნდა მივუდგეთ, მოედანზე ყველაფერი გავიღოთ და თავდაჯერებულები ვიყოთ. ეს არის ის, რასაც ჩემი ბიჭებისგან ველოდები", - თქვა "არისტოკრტატთა თავკაცმა. მერვედფინალის საპასუხო მატჩი 8 აგვისტოს შედგება, პირველი მატჩი გერმანიის ჩემპიონმა ლონდონში - 3:0 მოიგო.

სხვა სტატიები