Belive

ფრენკ ლამპარდი: "ხვალინდელი მატჩი ისტორიაში ჩაიწერება"

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
Live.ge სტამბოლშია და "ლივერპულისა" და "ჩელსის" წინასამატჩო პრესკონფერენციას დაესწრო, სადაც ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა რამდენიმე მნიშნველოვან საკითხზე ისაუბრა: "ეს კლუბისთვის ბევრს ნიშნავს, რადგან წინა ორ შემთხვევაში დასანანი მარცხი ვიწვნიეთ, ერთი ატლეტიკო მადრიდთან, ევროპის ჩემპიონების რანგში, ხოლო მეორე კი მიუნხენის ბაიერნთან. ამ შემთხვევაში სხვა სიტუაცია იყო, რადგან თამაშს ვაკონტროლებდით და გამარჯვება შეგვეძლო. მნიშვნელოვანია ეს ტიტული რადგან აქ ორი ჩემპიონი ხვდება ერთმანეთს. ჩელსი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ აღმართოს თასი სეზონის დასაწყისში. ეს მეც და ფეხბურთელებსაც დიდ სტიმულს მოგვცემს. გამარჯვება ლივერპულის წინააღმდეგ  ისტორიაში ჩაიწერება. გეთანხმებით, აზარი დიდი დანაკარგია. ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში. ჩელსიში ყოფნისას ის იყო ყველაზე პროდუქტიული და ნამდვილი ლიდერი. მას ინდივიდუალურად ვერ შეცვლი. მაგრამ კარგი ამბავი არის ის, რომ ჩვენ გვყავს გუნდი რომელიც წინ მიდის. აზარი, ტერი და დროგბა უკვე წარსულია. ჩელსის ბევრი გამარჯვება მოუპოვებია, ძალიან რთულია იმის თქმა თუ რა არის გამარჯვებულის მენტალიტეტი. ჩემთვის ეს სულზე და ურთიერთკავშირზეა დამოკიდებული. კანტეს მცირე ტრავმა აწუხებს და მის შესახებ გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებ. ვილიანისა და რუდიგერის შემთხვევაში კი განსხვავებული სიტუაციაა. ბრაზილიელი თითქმის მზადაა და ხვალ ის სათადარიგოთა სკამზე იქნება, იგივე სიტუაციაა რუდიგერთან დაკავშირებითაც". შეგახსენებთ, რომ სუპერთასის ფინალი, ოთხშაბათს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.      

სხვა სტატიები