ფრენკ ლამპარდი: “მთავარია რომ გოლი არ გავუშვით, შედეგით ორივე გუნდი კმაყოფილი უნდა იყოს” 

“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩში “სევილიასთან” ნათამაშები უგოლო ფრეს შემდეგ, კომენტარი გააკეთა.

“სევილიამ” ბევრი საფრთხე შეგვიქმნა ფლანგებიდან შეტევების დროს, მათ ძალიან კარგად ითამაშეს და მაღალი დონე აქვთ. რამდენიმე მომენტი გვქონდა, მაგრამ თამაში საკმაოდ ფრთხილად წარიმართა და ორივე გუნდი შეეცადა მეტოქისთვის გატანაში ხელი შეეშალა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ერთი ქულა მოვიპოვეთ და ეს კარგია. 

ვფიქრობ, რომ შედეგით ორივე გუნდი კმაყოფილი უნდა იყოს. წინა მატჩში გოლი ბოლო წუთზე გავუშვით და როცა ეს ფიქრები გაწუხებს შეხვედრის მიმდინარეობისას, ეს არც ისე სასიამოვნოა. ასე რომ, ეს მატჩი თვითრწმენას დაგვიბრუნებს. 

ჩემპიონთა ლიგაში ზოგჯერ ერთ მომენტს გარდამტეხი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩვენ ეს ვერ შევქმენით. მიუხედავად ამისა, არ უნდა ვიწუწუნოთ, რადგან პრემიერლიგაში ბევრი გოლი გაგვაქვს, დღეს კი კარის მშრალად შენახვაც კმაყოფილებისთვის საკმარისია”, – თქვა ინგლისელმა სპეციალისტმა BBC-ის ეთერში.

(20)

ფრენკ ლამპარდი: “მთავარია რომ გოლი არ გავუშვით, შედეგით ორივე გუნდი კმაყოფილი უნდა იყოს” 

სტატიის ავტორი
-