Belive

ფრენკ ლამპარდმა იურგენ კლოპის კრიტიკას უპასუხა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა "ლივერპულის" თავკაცის იურგენ კლოპის კომენტარს ტრანსფერებთან დაკავშირებით, უპასუხა. კლოპმა ადრე თქვა, რომ მის გუნდს არ შეუძლია შეიძინოს იმდენი ფეხბურთელი, რამდენიც "არისტოკრატებს". "შეგიძლიათ გადახედოთ "ლივერპულის" ფეხბურთელებს: ვან დიკს, ალისონს, ფაბინიოს, კეიტას, მანეს, სალაჰს. წარმოუდგენელი ფეხბურთელები, რომლებიც ძალიან მაღალ ფასად შეიძინეს. "ლივერპულემა" ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყიდა. ჩვენ ეს გავაკეთეთ აკრძალვის შემდეგ და შევეცდებით სიტუაცია გამოვასწოროთ და გავძლიერდეთ. ვიცით, რომ ახლა "ლივერპული" მაღალ დონეზეა; ვიცით, რომ მათ საოცარი მწვრთნელი ჰყავთ; ვიცით, რომ მათ საოცარი მოთამაშეები ჰყავთ. "ლივერპულის" მხრიდან მართლაც ჭკვიანური ნაბიჯია ის, რომ მათ რამდენიმე წლის განმავლობაში სჯეროდათ თავიანთი მწვრთნელისა და პროექტის. ეს შესანიშნავი ამბავია, მაგრამ ეს არის ისტორია, რომლის შესაქმნელადაც მათ ფული დახარჯეს", - თქვა ლამპარდმა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ფრენკ ლამპარდის გუნდმა კაი ჰავერტცი, ტიმო ვენრერი, ბენ ჩილუელი, ჰაკიმ ზიეჩი, მალანგა სარი და ტიაგო სილვა დაიმატა.

სხვა სტატიები