Belive

ფრენკი დე იონგი: "ბარსელონათვის მეტის გაკეთება შემიძლია"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის "ბარსელონას" ახალწვეულმა, ფრენკი დე იონგმა, გუნდში ადაპტაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. "გუნდში ახალი მოსული ვარ. მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონას" ბევრი კარგი ნახევარმცველი ჰყავს, მწვრთნელი ნდობას მიცხადებს და ძირითად შემადგენლობაში მათამაშებს. ვფიქრობ, რომ უფრო კარგად თამაში შემიძლია და მოედანზე ის როლი უნდა დავიბრუნო, რასაც "აიაქსში" თამაშისას ვასრულებდი. ძალიან ბედნიერი ვარ "ბარსელონაში" თამაშით დაყველაფერს გავაკეთებ, რომ ძირითადში ადგილი არ დავკარგო," განაცხადა დე იონგმა El Mundo Deportivo-სთან საუბრისას. შეგახსენებთ, რომ 22 წლის ჰოლანდიელი ტალანტის სანაცვლოდ, კატალონიელებმა "აიაქსს" €75 მილიონი გადაუხადეს.

სხვა სტატიები