Belive

ფრენკი დე იონგი: "მე ბედნიერი ვარ"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფრენკი დე იონგი უკვე ბარსელონაშია. ახალგაზრდა ჰოლანდიელი ესპანეთში ხუთშაბათს შუადღისას ჩაფრინდა.  პარასკევს დე იონგი ოფიციალურ წარდგენამდე სამედიცინო შემოწმებას გაივლის. აეროპორტში ფრენკის ჟურნალისტები დახვდნენ, ჰოლანდიელმა კი მათ შემდეგ განუცხადა: "როგორც იქნა აქ ვარ, და მე ეს მაბედნიერებს. ბავშვობაში აქ თამაში ჩემი ოცნება იყო, მე აქ ვარ, ასე რომ ეს დიდებულია. მოუთმენლად ველი მომენტს, როდესაც "კამპ ნოუზე" ფეხს პირველად შევდგამ. "ბარსას" და "აიაქსის" სათამაშო ფილოსოფია ერთმანეთს ჰგავს, და ვფიქრობ მე ეს წამადგება. მესი ჩემი კუმირია, ახლა კი თანაგუნდელი იქნება. "ბარსელონასა" და ჰოლანდიას მუდამ განსაკუთრებული კავშირი ჰქონდათ და ვიმედოვნებ რომ ამ გზას გავაგრძელებ. მსურს რომ ერთ-ერთი საუკეთესო ჰოლანდიელი ვიყო ვინც კი "ბარსას" ოდესმე ჰყოლია." დე იონგის შეძენა "ბარსელონამ" გასულ იანვარში გამოაცხადა, 75 მილიონი ევრო პლუს 11 მილიონი ბონუსების სახით, "აიაქსმა" სერიოზული კომპენსაცია მიიღო. ჰოლანდიელი კატალონიურ კლუბთან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.  

სხვა სტატიები