Belive

ფრენკი დე იონგის ბრწყინვალე თამაში | ნახევარდაცვის მასტერკლასი

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ეურო 2020-ის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში, როდესაც ნიდერლანდები ავსტრიას უპირისპირდებოდა, ფრენკი დე იონგმა ნახევარდაცვის მასტერკლასი ჩაატარა. დე იონგის ქმედებები და ის ციფრები, რომელიც მან სტატისტიკურ ჭრილში დააფიქსირა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს მატჩის მოგებაში ევრო 2020-ის საპლეიფო საგზურის მოპოვებაში. ნიდერლანდელი ნახევარმცველის ქმედებებმა სოციალურ სივრცეებში საკმაოდ დიდი ყურადღება დაიმსახურა და მას არაერთი ადამიანი გამოეხმაურა.



დე იონგი საკუთარი უნარებითა და სტილით მარტივად ითავისუფლებს სივრცეებს და მუდმივ რეჟიმში ცდილობს, როგორც სიტუაციის განმუხტვას, ასევე მისი გუნდის შეტევების წამოწყებას.
დე იონგის სტატისტიკა ავსტრიასთან:
 76 შეხება 49 ზუსტი პასი  1 საკვანძო პასი 1 მაღალი გადაცემა  5 წარმატებული დრიბლინგი 8 მოგებული ორთაბრძოლა 2 ართმევა 3 ვარდნა
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დე იონგის მსგავსი ფეხბურთელი ჩემი ქვეყნის ნაკრებშია"  "დე იონგმა ავსტრიის წინააღმდეგ ნახევარდაცვის მასტერკლასი ჩაატარა" "დე იონგი ფენომენალური მოთამაშეა, რომელსაც ბრწყინვალედ გამოსდის მისი ჩანაფიქრების რეალობაში მოყვანა"  "დე იონგს საშემსრულებლო ოსტატობა მაქსიმალურ ნიშნულზე აქვს აყვანილი", - ასე ეხმაურებოდნენ სოციალურ მედიაში ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს გუშინდელი მატჩის შემდეგ.

სხვა სტატიები