Belive

ფრენკი დე იონგის მორიგი აღიარება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"აიაქსის" რიგებში გატარებული ფენომენალური სეზონის შემდეგ, ფრენკი დე იონგი ჰოლანდიის ერედივიზიის 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 22 წლის ნახევარმცველმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა "აიაქსის" წარმატებაში. თანაგუნდელებთან ერთად, ფრენკი დე იონგი ჰოლანდიის ერედივიზიის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა და UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში იასპარეზა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 23 იანვარს "ბარსელონამ" ფრენკი დე იონგის ტრანსფერი გააოფიციალურა. კატალონიურმა გრანდმა მის სანაცვლოდ €75 მილიონი გადაიხადა. მიუხედავად იმისა, რომ დე იონგთან იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაფორმდა ხელშეკრულება, სეზონის დასრულებამდე იგი "აიაქსში" დარჩა და "ბარსელონას" 1 ივლისს შეუერთდება.

სხვა სტატიები