Belive

ფრენკი დე იონგის ფენომენალური სტატისტიკა სადებიუტო შეხვედრაში

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ახალწვეულმა, ფრენკი დე იონგმა კატალონიური კლუბის მაისურით პირველი შეხვედრა ჩაატარა. ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა სადებიუტო მატჩში ფენომენალური სტატისტიკა დააფიქსირა. 22 წლის ფეხბურთელმა ამხანაგურ შეხვედრაში "ჩელსის" წინააღმდეგ მიიღო მონაწილეობა. ის თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო. მოედანზე გაატარა 45 წუთი, გააკეთა 42 გადაცემა და 42-ვე ზუსტი. დე იონგმა 100%-იანი შედეგი დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც იაპონიაში, კერძოდ რაკუტენის თასზე გაიმართა, "ბარსელონა" "ჩელსის" დაუპირისპირდა და 2:1 დამარცხდა. აბრაამისა და ბარკლის გატანილ ბურთებს ბოლო წუთზე ივან რაკიტიჩმა უპასუხა. მომდევნო მატჩს "ბარსელონა" 27 ივლისს "კობეს" წინააღმდეგ გამართავს, რომლის ღირსებასაც "ბლაუგრანას" ლეგენდარული ფეხბურთელი, ანდრეს ინიესტა იცავს.

სხვა სტატიები