Belive

ფრენკი დე იონგს ბარსელონაში საკუთარი თავის წარმოჩენა სურს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფრენგი დე იონგი ჰოლანდიის ნაკრების შემადგენლობაში ბრწყინვალედ ასპარეზობს. იგივე შეიძლება ითქვას სერხიო ბუსკეტსზე, რომელიც ესპანეთის ნაკრებში და კატალონიურ გრანდში საკუთარ საქმეს იდეალურად ართმევს თავს - აღნიშნულიდან გამომდინარე კატალონიური გრანდის მთავარ მწვრთნელს საკმაოდ დიდი თავსატეხი აქვს. ფრენგი დე იონგი ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ტალანტად ითვლება, რომელიც მომავალში საკუთარ კვალს აუცილებლად დატოვებს - დღეისათვის კი "კამპ ნოუზე" თავის დასამკვიდრებლად და მისთვის იდეალურ პოზიციაზე სათამაშოდ საკმაოდ დიდი გამოწვევის დაძლევა უწევს. საკუთარ პოზიციაზე ფრენკი დე იონგმა "ბარსელონას" მაისურით მხოლოდ 1 მატჩი გამართა. სერხიო ბუსკეტსის დაბრუნების შემდეგ, ერნესტო ვალვერდემ დე იონგი მისთვის უხერხულ პოზიციაზე დააყენა. ერნესტო ვალვერდეს მთავარ პრობლემას ამ ორი ვარსკვლავისათვის იდეალური პოზიციის შერჩევა და მათი ტანდემის შეკავშირება წარმოადგენს. კატალონიური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა ფრენკი დე იონგისა და სერხიო ბუსკეტსის შესაძლებლობები ერთმანეთს იდეალურად უნდა შეუთავსოს.

სხვა სტატიები