Belive

ფრონტის ხაზიდან საფეხბურთო მოედანზე - იური ვერნიდუბი საყვარელ საქმეს დაუბრუნდა 

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უკრაინელი მწვრთნელი, იური ვერნიდუბი, ბოლო პერიოდის განმავლობაში გულშემატკივრის გაოცებას იწვევს. თანაც, ამ ყველაფერს იგი როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა აკეთებს. თუ საუბარს საფეხბურთო მოედნიდან დავიწყებთ, გეტყვით, რომ ეს ის ადამიანია, რომელიც ტირასპოლის "შერიფის" წარმატების ერთ-ერთი საძირკვლის ჩამყრელია. სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოიგო მოლდოვურმა კლუბმა ქვეყნის ორგზის ჩემპიონობა, თასი და საბოლოოდ, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო კლუბების მიჯრით დამარხცების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ითამაშა, რომლის ჯგუფშიც მომავალ გამარჯვებულს და მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს, მადრიდის "რეალს" სტუმრად, "სანტიაგო ბერნაბეუზე" სძლია. 56 წლის სპეციალისტი, რომელიც ქალაქ ჟიტომირშია დაბადებული (ადგილი, რომელიც რუსეთის უკრაინაში განხორციელებული საომარი მოქმედებების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქალაქი აღმოჩნდა), ომის გამოცხადების შემდეგ ყველანაირ საფეხბურთო საქმიანობას ჩამოშორდა, დატოვა "შერიფში" დაკავებული პოზიცია და პირდაპირ ფრონტის ხაზზე გაემართა. უკრაინულ არმიასთან ერთად მიღწეული საკმაო წარმატების შემდეგ, ვერნიდუბი საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდა და სამშობლოში, უმაღლეს ლიგაში აღზევებულ "კრივბასს" ჩაუდგა სათავეში. საინტერესოა, რომ ვერნიდუბი ახალ ხელშეკრულებაში უფლებას იტოვებს, რომ საჭიროების შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროს დაეხმაროს.  

სხვა სტატიები