Belive

პიანიჩი: "აქამდე გასახდელში უცხოპლანეტელთან ერთად არ ვყოფილვარ"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონამ" გუნდის ახალწვეული, მირალემ პიანიჩი კამპ ნოუზე წარადგინა. ბოსნიელის შესაძენად კატალონიელებმა 60 მილიონი ევრო გადაიხადეს და მას 8-ნომრიანი მაისური გადასცეს. ცარიელ კამპ ნოუზე პრეზენტაციის შემდეგ, ბოსნიელმა მედიის კითხვებს უპასუხა.
"ჩემთვის აქ ყოფნა დიდი პატივია, "ბარსელონაში" თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი. ეს დიდი ისტორიის მატარებელი გუნდია, სადაც უდიდესი ფეხბურთელები თამაშობდნენ - ეს კი მე ძალიან დიდ გამოცდილებას შემძენს" - აღნიშნა პიანიჩმა.
სერბმა ფეხბურთელმა ლიონელ მესისთან დაკავშირებითაც ისაუბრა და სიხარული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ არგენტინელმა გუნდის დატოვებაზე უარი თქვა.
ის უდიდესი ფეხბურთელია, მესი სხვა გუნდში ვერც წარმომიდგენია. კარიერის განმავლობაში, მითამაშია ტოტისთან, რონალდუსთან ერთად და ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ფეხბურთელების გვერდში ყოლა. უცხოპლანეტელთან ერთად გასახდელში ყოფნა უნიკალური მოვლენაა, თუმცა მთელი გუნდის თითოეული წევრი დიდ მნიშვნელობას ატარებს," - განაცხადა პიანიჩმა.
შეგახსენებთ, რომ 30 წლის პიანიჩმა "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა.      

სხვა სტატიები