Belive

პიანიჩი ბარსელონას კიდევ უფრო მიუახლოვდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბოლო პერიოდის განმავლობაში უცხოურ პრესაში საკმაოდ აქტიურად იწერება ცნობები იმის შესახებ, რომ ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელი მირალემ პიანიჩი ესპანურ გრანდში გადაბარგებას აპირებს. "ბარსელონასა" და პიანიჩს შორის მოლაპარაკებების დაწყება არაერთმა მედიაგამოცემამ დაადასტურა, თუმცა სულ რამდენიმე წუთის წინ ESPN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრანსფერმა კიდევ ერთი საფეხურით წინ წაიწია და სულ უფრო რეალური ხდება, რაც გუნდების მესვეურებისა და ფეხბურთელისა და მისი აგენტის შიდა მოლაპარაკებების შედეგიანობას უსვამს ხაზს. ბოსნიელი ფეხბურთელი ტურინული კლუბის რიგებში 2016/17 წლების სეზონში "რომადან" გადავიდა, მისი სატრანსფერო ღირებულება იმ დროისათვის 35 მილიონი ევრო გახლდათ. აღსანიშნავია, პიანიჩის პროფესიული პროგრესი, რომელიც ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ ამჟამინდელი მისი სატრანსფერო ფასი გაცილებით მაღალი იქნება ვიდრე "რომადან" "იუვეში" გადასვლის დროს იყო - Transfermarkt-ი 30 წლის ფეხბურთელს 52 მილიონ ევროდ აფასებს. პიანიჩმა "იუვეს" მაისურით მოედანზე 167 შეხვედრა გამართა, რა დროის განმავლობაშიც 22 გოლის გატანასთან ერთად 36 საგოლე გადაცემის გაკეთებაც შეძლო.

სხვა სტატიები