Belive

პიანიჩი ბარსელონაში? - კატალონიელები ხმაურიანი ტრანსფერისთვის ემზადებიან

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
იტალიური და ესპანური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მირალემ პიანიჩი "იუვენტუსს" "ბარსელონას" სანაცვლოდ ტოვებს. წყაროს მტკიცებით, პიანიჩსა და კატალონიურ გრანდს შორის პრაქტიკულად ყველა დეტალი მოგვარებულია და ტრანსფერი ზაფხულში განხორციელდება. Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, "ბლაუგრანა" მზადაა პიანიჩის ტრანსფერში ართური ჩართოს და იგი ტურინში გაუშვას, თუმცა ცნობილია, რომ ბრაზილიელს გუნდის დატოვება არ სურს. შესაბამისად, შესაძლოა კატალონიელებმა მოლაპარაკებაში არტურო ვიდალი ან ივან რაკიტიჩი ჩართონ. კონტრაქტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ამ წუთისათვის ცნობილი არაა. კატალონიური Mundo Deportivo აღნიშნავს, რომ "ბარსელონა" სამჯერ ცდილობდა პიანიჩის შეძენას თუმცა ტრანსფერი არ განხორციელდა და "ლიონის" ყოფილი ფეხბურთელის გადასაბირებლად კატალონიელები ამ ზაფხულს ძალისხმევას არ დაიშურებენ. შეგახსენებთ, ბოსნიელი ნახევარმცველი 2008-11 წლებში "ლიონის" ღირსებას იცავდა, რის შემდეგაც "რომას" შეუერთდა. რომაული გრანდის რიგებში გატარებული 5 სეზონის შემდეგ, 2016 წელს პიანიჩმა "იუვენტუსის" მაისური მოირგო - "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობამ მის სანაცვლოდ  €38 მილიონი გადაიხადა. 30 წლის მირალემ პიანიჩის სატრანსფერო ღირებულება €60 მილიონის შეადგენს. La Gazzetta Dello Sport-ის მტკიცებით, "ბარსელონაში" თამაში პიანიჩის ოცნებაა და იგი ამ შანსის ხელიდან გაშვებას არ აპირებს.

სხვა სტატიები