Belive

პიანიჩის შემდეგ, ჯეკომაც განაცხადა, რომ ბოსნიისა და რუსეთის მატჩის წინააღმდეგია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბოსნიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ედინ ჯეკომ, რუსეთთან ჩანიშნულ ამხანაგურ შეხვედრაზე ისაუბრა:

,,ამ მატჩის გამართვის წინააღმდეგი ვარ. ყველგან და ყოველთვის მშვიდობის მომხრე ვიქნები.

მაქვს ჩემი პოზიცია, რომელიც ნათელია და მაშინ, როცა უდანაშაულო ხალხი იტანჯება, ამ შეხვედრაში მონაწიელობა გამორიცხულია,'' - ჯეკოს სიტყვებს The Guardian-ი ციტირებს.

ბოსნიასა და რუსეთის მატჩზე აზრი გამოთქვა მირალემ პიანიჩმაც, რომელმაც განაცხადა, რომ მისთვის ფედერაციის გადაწყვეტილება მიუღებელია.

ამხანაგური მატჩი ბოსნიასა და რუსეთს შორის 19 ნოემბერსაა ჩანიშნული. უეფას განცხადებით, ორგანიზაცია შეხვედრის ჩატარების წინააღმდეგი არ არის.

რუსეთის ნაკრები ამხანაგურ მატჩებს ყირგიზეთთან და ირანთანაც გამართავს.

სხვა სტატიები