Belive

პიერ-ემერიკ ობამეიანგი 4-5 კვირას გამოტოვებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

Athletic-ის ცნობით, გაბონელ ფორვარდს ყბა აქვს მოტეხილი. დიდი ალბათობით, ობამეიანგს ოპერაცია დასჭირდება და ამის გამო, 4-5 კვირა ვეღარ ითამაშებს. პიერ-ემერიკს დაზიანება შეიარაღებულმა მძარცველებმა მიაყენეს, რომლებმაც ფეხბურთელი სცემეს და მისი სახლიდან ძვირფასეულობაც წაიღეს. ბოროტმოქმედებმა თავდამსხმელს სახის არეში რკინის მძიმე საგანი ჩაარტყეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მის მეუღლესაც მიაყენეს.

როგორც ცნობილია, "ჩელსის" ძალიან სურს მისი დამატება და ეს ტრავმა ხელს არ შეუშლის ტრანსფერის განხორციელებას. "ბარსელონაც" თანახმაა, რომ აფრიკელი გაყიდონ, რადგან გუნდში დიდი ფინანსური პრობლემებია. აქედან გამომდინარე, დასავლეთ ლონდონურ კლუბში იჯარით გადასვლა არ არის გამორიცხული.

სხვა სტატიები