Belive

პიერ-ემერიკ ობამეიანგი მალარიით დაავადდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"არსენალის" თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამიანგი მალარიით დაავადდა. ამის შესახებ ცნობა თავად ფეხბურთელმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

"გამარჯობა, ბიჭებო. მადლობა ყველა შეტყობინებისა და ზარისთვის. სამწუხაროდ, რამდენიმე კვირის წინ, გაბონის ნაკრებში ვარჯიშის დროს, მალარიით დავავადდი. ამ კვირაში რამდენიმე დღე საავადმყოფოში გავატარე, მაგრამ ყოველდღე მე ბევრად უკეთესად ვგრძნობ თავს იმ დიდებული ექიმების წყალობით, რომლებმაც ასე სწრაფად აღმოაჩინეს და განკურნეს ვირუსი. მალე დავბრუნდები უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე!", - წერს გაბონელი ფეხბურთელი Instagram-ში.
 
View this post on Instagram
 

A post shared by Aubameyang Pierre-Emerick (@auba)

მიმდინარე სეზონში, 31 წლის ფეხბურთელმა, "მეთოფეების" მაისურით 33 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 14 გოლი და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები