Belive

პიკე: "ასეთ სუსტ რეალთან არასოდეს მითამაშია"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის "ბარსელონას" ცენტრალური მცველი, ხერარდ პიკე მიიჩნევს, რომ მადრიდის "რეალმა" პირველ ტაიმში უსუსტესი ფეხბურთი ითამაშა, თუმცა აღიარებს, რომ მისმა გუნდმა მოცემული შესაძლებლობის გამოყენება ვერ შეძლო.
"პირველ ტაიმში რეალმა ისე სუსტად ითამაშა, რომ ასეთი რამ ჯერ არ მინახავს. ჩვენ გოლის გატანის შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. მეორე ტაიმში ბურთს ვკარგავდით, მათ კი თავდაჯერებულობა მოემატათ," განაცხადა პიკემ.
მატჩი შეაფასა მადრიდის "რეალის" კაპიტანმა, სერხიო რამოსმაც.
“პირველი ტაიმის ბოლოს, მეტოქეს ბურთი დავუთმეთ, რამაც მათ გოლის გატანის რამდენიმე შანსი მისცათ. ამის შემდეგ, პრესინგსა და ბურთის ართმევაზე გავაკეთეთ აქცენტი, რამაც შედეგი გამოიღო: საგოლე შანსებს უკვე ჩვენ ვქმნიდით და გოლის გატანაც მოვახერხეთ. რაც შეეხება მესის, ის ყოველთვის ხიფათს ქმნის, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად დიდი ყურადღება გამოვიჩინეთ და სივრცეები მაქსიმალურად შევუზღუდეთ,” განაცხადა რამოსმა.

იხილეთ მიმოხილვა: რეალი 2:0 ბარსელონა

სხვა სტატიები