Belive

პიკე: "ასეთი თამაშით ბარსას ევროპა ლიგის მოგება შეუძლია"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჟერარდ პიკე ფიქრობს, რომ "ბარსელონას" ასეთი თამაშით ევროპა ლიგის მოგება შეუძლია. ეს განცხადება ესპანელმა ფეხბურთელმა "ნაპოლისთან" გუშინდელი მატჩის (1:1) შემდეგ გააკეთა.
"დარწმუნებული ვარ, მსგავსი თამაშით გვაქვს იმის ძალა, რომ ევროპა ლიგის ტიტული მოვიპოვოთ. თუ საპასუხო შეხვედრაში მომენტების რეალიზაციას მოვახერხებთ, "ნაპოლის" გამოვაგდებთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ."
პიკე დემბელესა და გულშემატკივრის ურთიერთობასაც შეეხო. ფრანგ ვინგერს "ბარსელონას" ქომაგებმა მოედანზე შესვლისას დაუსტვინეს.
"ფანებს თავისუფლად შეუძლიათ გამოხატონ საკუთარი თავი ისე, როგორც სურთ, მაგრამ, როდესაც ვთამაშობთ, სტვენა კარგი არ არის. მესმის, რომ მხარდამჭერები გაღიზიანებულები არიან, თუმცა უმჯობესია, მსგავსი რამ მატჩის შემდეგ მოხდეს," - თქვა პიკემ.

სხვა სტატიები