Belive

პიკე: "ეს შოკი იყო, ჩვენ ყველაფრისთვის ვიბრძოლებთ"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში "ბარსელონა" შინ "ბაიერნთან" დიდი ანგარიშით, 0:3 დამარცხდა. თამაში შეაფასა კატალონიელთა ცენტრალურმა მცველმა, ჟერარდ პიკემ.
"ცუდი თამაში ვაჩვენეთ. პირველი გოლი სამწუხარო იყო, ხოლო მეორე ჩვენთვის შოკი გამოდგა. შესაძლოა, ფავორიტები არ ვართ, მაგრამ გუნდი ბრძოლას გააგრძელებს. ფეხბურთი ყველაფერი სწრაფად იცვლება. გვყავს დემბელე, აგუერო და ფატი, რომლებსაც შეუძლიათ "ბარსელონას" თამაში შეცვალონ. ხალხს შევახსენებ, რომ სერხი რობერტოსთვის ცენტრალურ მცველად თამაში თავგანწირვაა. ხალხს აზრის დაფიქსირება შეუძლია, თუმცა სტვენა ფეხბურთელისთვის გულსატკენია," - თქვა პიკემ.

სხვა სტატიები