Belive

პიკე, გრიზმანი, კოუტინიო | კოლოსალური ვალის შესამცირებლად ბარსელონა 18 ფეხბურთელს ყიდის

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, 18 ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს. კატალონიური გრანდიდან წასვლის საფრთხის წინაშე ოსმან დემბელე, ანტუან გრიზმანი, ფილიპე კოუტინიო და სხვა ვარსკვლავები დგანან. წყაროს მტკიცებით, კატალონიური გრანდი კოლოსალური ვალის შემცირებას სწორედ რომ ფეხბურთელების გაყიდვით გეგმავს. "ბლაუგრანას" ვალი £862 მილიონს შეადგენს და კოვიდ-პანდემიის შედეგად, კატალონიელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ჟოან ლაპორტას შავ სიაში სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, მარტი ბრაიტვაიტი, სერჟინიო დესტი, რიკი პუიგი, ემერსონი და ჟერარ პიკე მოხვდნენ. არაა გამორიცხული, რომ კატალონიურ გრანდში დარჩენის მიზნით, ბუსკეტსმა და პიკემ ხელფასის შემცირებაზე თანხმობა განაცხადონ.

სხვა სტატიები