Belive

პიკე: "მარადონას ნაცვლად, გუნდში მესის ავიყვანდი..."

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს, 25 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩი გაიმართება ნეაპოლში, სადაც "ნაპოლი" "ბარსელონას" უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კი ხერარდ პიკემ ლეო მესისა და დიეგო მარადონაზე ისაუბრა: "მარადონა უნიკალური ფეხბურთელი იყო, მან ითამაშა როგორც "ნაპოლის" ასევე "ბარსელონას" შემადგენლობაში, ჩვენ ის სამუდამოდ გვემახსოვრება, მაგრამ თუკი მექნებოდა საშუალება, ჩემს გუნდში მესი ან მარადონა დამემატებინა, მე გეტყვით, რომ მესის ავირჩევდი. ის საუკეთესო ფეხბურთელია და მთელი კარიერის განმავლობაში, სტაბილურობით გამოირჩევა," აღნიშნა პიკემ. მესისა და მარადონას შორის, არჩევანი გააკეთა "ბლაუგრანას" ახალმა თავკაცმა, კიკე სეტიენმაც: "ფეხბურთი ისეთმა ადამიანებმა შემაყვარეს, როგორებიც იოჰან კრუიფი, დიეგო მარადონა და მსგავსი კალიბრის ფეხბურეტლები არიან.  თუმცა ლეო ჯადოქრობებს სჩადის და ყოველდღიურად გვიმტკიცებს, რომ საუკეთესოა," განაცხადა მან.  

სხვა სტატიები