Belive

პიკე: "პსჟ-სა და მანჩესტერის თამაში არ უნდა დაგვავიწყდეს"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში “ბარსელონამ” სტუმრად “იუნაიტედი” 0:1 დაამარცხა. კატალონიელთა ცენტრალურმა მცველმა, ჟერარდ პიკემ ინგლისელებთან მატჩი შეაფასა. "მანჩესტერში გამარჯვება ყოველთვის რთულია. ვფიქრობ, რომ საერთო ჯამში კარგი თამაში ვაჩვენეთ. დაცვაში დღეს უკეთ გამოვიყურებოდით. ეს იყო თამაში, რომელშიც წვრილმანმა დეტალებმა განსაზღვრეს შეხვედრის ბედი. აქ გატანილი გოლის ხარჯზე, მშვიდათ ვიქნებით, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს "პსჟ"-სა და "იუნაიტედის" დაპირისპირება. "ბარსელონა" ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს," - თქვა პიკემ.

სხვა სტატიები