Belive

პიკე: „რეალის მაისურს არასდროს ჩავიცვამ, ალერგია მაქვს“

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
„ბარსელონას“ ცენტრალურმა მცველმა ჟერარდ პიკემ პრინციპული მეტოქის მადრიდის „რეალის“ შესახებ მორიგი უცნაური კომენტარი გააკეთა. ესპანელმა უკანახაზელმა თქვა, რომ „სამეფო კლუბის“ მაისურს არასდროს ჩაიცვამს, რადგან მასზე ალერგია აქვს. „უფრო უკეთ ვითამაშებ, თუ მადრიდში შემიძულებენ. როცა ადამიანს ვეზიზღები, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმულია. როცა კარგად ვთამაშობ, მეტოქეს ეს აღიზიანებს. ესპანეთის ნაკრებში შემიძულეს, მაგრამ მე იქ ბევრი წარმატებული წელიწადი გავატარე. მადრიდის „რეალის“ მაისურს არასდროს მოვირგებ. ყოფილა შემთხვევები, როცა ელ კლასიკოს შემდეგ, მეტოქის ფეხბურთელებთან მაისური გამიცვლია, თუმცა არასდროს ჩავიცვამ - ამაზე ალერგია მაქვს“,-თქვა პიკემ. კატალონიური წარმოშობის ფეხბურთელმა ამ სეზონში 10 მატჩში ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები