Belive

პიკე: "რეალს მესის გარეშე უნდა მოვუგოთ"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის "ბარსელონას" ცეტნრალური მცველის განცხადებით, მის გუნდს ლიონელ მესის გარეშე თამაში უნდა შეეძლოს და წამყვანი ლიდერის გამოკლებამ გუნდზე ნეგატიური გავლენა არ უნდა იქონიოს. "როდესაც მესი ჩვენთან ერთადაა, გუნდი უფრო თავდაჯერებულად მოქმედებს მოედანზე, რადგან არგენტინელი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. თუმცა მისმა არყოფნამ ჩვენზე ცუდი გავლენა არ უნდა მოახდინოს. ცხადია, მოგვიწევს გადაწყობა, თუმცა შეტევაში სხვა ვარიანტებიც არსებობს. ჩვენ რეალის დამარცხება მესის გარეშე უნდა შევძლოთ", - განაცხადა პიკემ. შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ ტრავმა გასულ ტურში, სევილიასთან თამაშისას მიიღო. არგენტინელმა ცუდად დავარდნის დროს ხელი დაიზიანა, რის გამოც 3 კვირის განმავლობაში დასვენება და მადრიდის "რეალთან" მატჩის გამოტოვება მოუწევს. "ელ კლასიკო" 28 ოქტომბერს, "ბარსელონას" საშინაო არენაზე გაიმართება.

სხვა სტატიები