Belive

პიკე: ,,შეიძლებოდა, კიდევ 3 საათს გვეთამაშა და გოლი მაინც ვერ გაგვეტანა''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის ,,ბარსელონას'' მცველმა, ჟერარ პიკემ, მადრიდის ,,ატლეტიკოსთან'' წაგებულ მატჩზე ისაუბრა:
,,კარგად დავიწყეთ, თამამად ვუტევდით, მაგრამ შემდეგ ინიციატივა მათ მხარეს გადავიდა. ატლეტიკომ ორი მსგავსი გოლი გაიტანა. შეიძლებოდა, კიდევ 3 საათს გვეთამაშა და გოლი მაინც ვერ გაგვეტანა... რთული სიტუაციაა. გულწრფელი უნდა ვიყო, პრობლემები გვაქვს. ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. ახლა დავისვენებთ და უფრო ძლიერები დავბრუნდებით,'' - პიკეს სიტყვებს Marca ციტირებს.
ლა ლიგის მე-8 ტურში მადრიდის ,,ატლეტიკომ'' კატალონიის ,,ბარსელონას'' უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. 7 თამაშის შემდეგ რონალდ კუმანის გუნდი 12 ქულით ცხრილის მე-9 პოზიციაზეა და ლიდერ ,,რეალს'' 5 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები