Belive

პიკე: "ცოტაც გვაცადეთ" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჟერარდ პიკე კარგ ფორმაში ნამდვილად არ არის. განსხვავებით წინა, წარმატებული სეზონებისგან, "ბარსელონას" მცველს საკუთარი კარის უსაფრთხობაზე ზრუნვა ხშირ შემთხვევაში წესების დარღვევით უწევს, რის გამოც ჩემპიონთა ლიგაში 4 მატჩში 3 ყვითელი ბარათი მიიღო და დორტმუნდის "ბორუსიასთან" შემდეგ შეხვედრას გამოტოვებს. ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა საკუთარი და გუნდის მდგომარეობის შესახებ პრაღის "სლავიასთან" (0:0) მატჩის შემდეგ ისაუბრა. "მინდა გულშემატკივარს მივმართო: "ცოტაც გვაცადეთ". ხალხი ჩვენგან მეტს ელოდება და ეს კარგად მესმის, რადგან ჩვენ "ბარსელონა" ვართ, მაგრამ ცოტა მოთმინებაა საჭირო.   მიუხედავად შედეგებისა, სათამაშო სქემაში პროგრესი გვაქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მომენტში ჩვენ როგორც ჩემპიონატში, ისე ჩემპიონთა ლიგაში ლიდერები ვართ",-თქვა 32 წლის ცენტრალურმა მცველმა.

სხვა სტატიები