Belive

პიკემ ერთმანეთს მბაპე და ჰოლანდი შეადარა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის ,,ბარსელონას'' მცველმა, ჟერარ პიკემ, ერლინგ ჰოლანდსა და კილიან მბაპეზე ისაუბრა:
,,ვფიქრობ, რომ ამ მომენტისთვის ისინი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს შორის არიან. ორივე ძალიან ახალგაზრდაა და ოქროს ბურთის მოგება შეუძლიათ. ვფიქრობ, ჰოლანდი ნამდვილი ფორვარდია, ფიზიკურად ძალიან ძლიერი, რომელიც ბევრ გოლს იტანს. თავის მხრივ, მბაპე უფრო მრავალმხრივი ფეხბურთელია, რომელსაც თამაში როგორც ფლანგზე, ასევე მოედნის ცენტრში შეუძლია. ჰოლანდის წინააღმდეგ თამაშის შანსი ჯერ არ მქონია, მაგრამ მბაპესთან მითამაშია. მათ შორის საუკეთესოს დასახელება რთულია,'' - მბაპეს სიტყვებს Sky Sports-ი ციტირებს.
მიმდინარე სეზონში მბაპეს ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის'' შემადგენლობაში ჩატარებულ 43 შეხვედრაში 35 გოლი და 23 საგოლე გადაცემაა. ჰოლანდმა კი ,,დორტმუნდის'' მაისურით გამართულ 28 მატჩში 28 გოლი გაიტანა და 8 ასისტი მიითვალა.

სხვა სტატიები