პიკემ ყვითელი ბარათი განზრახ მიიღო?!

804
ნახვა

“ბარსელონა” “სევილიას” დაპირისპირების 85-ე წუთზე, ჟერარ პიკემ ყვითელი ბარათი მიიღო. ერთი შეხედვით უწყინარ სიტუაციაში მიღებული ყვითელი ბარათის შემდეგ, ფანების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პიკემ ბარათი განზრახ მიიღო, რათა “ელ კლასიკოზე” ასპარეზობა შეძლოს.

“სევილიას” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიღებული ბარათი, მიმდინარე სეზონში პიკესთვის მე-5 აღმოჩნდა, რის გამოც იგი 1 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. კატალონიური გრანდის ცენტრალური მცველი, სანაკრებო პაუზის შემდეგ, 19 ოქტომბერს “ეიბარის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას გამოტოვებს, მაგრამ “ელ კლასიკოში” მადრიდული გრანდის წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.

(804)

პიკემ ყვითელი ბარათი განზრახ მიიღო?!

სტატიის ავტორი
-