Belive

პიკეს დამცინავი კომენტარი მადრიდელი ჟურნალისტების მიმართ

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი, ხერარ პიკე მადრიდელთა მისამართით სკანდალური და დამცინავი გამონათქვამებით გამოირჩევა. ესპანელ ფეხბურთელს ამჯერადაც არ დავიწყებია მადრიდელების დაცინვა. მან საინტერესო განცხადება გააკეთა.
"ბარსელონას ფეხბურთელებს აპლიკაცია Whatsapp გვაქვს, სადაც ხშირად ვსაუბრობთ. აქ ყოფილი ფეხბურთელებიც არიან და პერიოდულად ჩვენ ჩატში მადრიდელ ჟურნალისტებს ვაგდებთ, ღორის ემოჯის ვუგზავნით და შემდეგ ჩატიდან ვშლით" - განაცხადა პიკემ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პიკემ ჟურნალისტის საინტერესო კითხვას უცნაური, სკანდალური და შეურაცხმყოფელი პასუხი გასცა.

სხვა სტატიები