Belive

პიკეს კომენტარი - ეს სამარცხვინოა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშება მეოთხედფინალში დაასრულა. კიკე სეტიენის გუნდი “ბაიერნთან” 2:8 განადგურდა. კატალონიელთა ცენტრალურმა მცველმა ჟერარდ პიკემ დღევანდელი მატჩის შემდეგ საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"რაიმეს შეცვლა რომ შემეძლოს, პირველი ვიქნებოდი, ვინც ამას დათანხმდებოდა. ძალიან ცუდი მატჩი იყო. ეს საშინელი შეგრძნება და სამარცხვინოა. გუნდს სტრუქტურულად ცვლილებები სჭირდება, რაც მხოლოდ ფეხბურთელებს არ ეხება," - თქვა ესპანელმა.

სხვა სტატიები