Belive

პიკეს მთავარ მწვრთნელთან ურთიერთობა დაეძაბა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პიკესა და "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელ ხავის შორის ურთიერთობა ოდნავ დაიძაბა. ეს ყველაფერი მცველის პრეტენზიას მოჰყვა, რომელიც ესპანელმა სათამაშო დროზე გამოთქვა. შეგახსენებთ, რომ ისინი წლების განმავლობაში თანაგუნდელები იყვნენ და სამ ჩემპიონთა ლიგასთან ერთად, ლა ლიგის ტიტულიც მოიპოვეს.

თუმცა, დღეს მათი ურთიერთობა ძალიან განსხვავებულია. პიკეს გარდა გუნდში კიდევ ოთხი ცენტრალური მცველი ირიცხება. კრისტენსენს, კუნდეს, არაუხოსა და ერიკ გარსიას 35 წლის ფეხბურთელი კონკურენციას ვერ უწევს და ამის გამო სათადარიგოთა სკამზე დიდ დროს ატარებს.

პიკე კლუბში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. ის 52 მილიონ ევროს, გამოიმუშავებს. ცენტრალური მცველი კვლავ არის კლუბის ოთხი კაპიტნიდან ერთ-ერთი, მაგრამ, დიდი ალბათობით, ის გუნდს დატოვებს.

მისი კონტრაქტი 2024 წლამდეა ძალაში, თუმცა, ერთ-ერთი წყაროს თანახმად, კლუბს და ხავის დიდი იმედი აქვთ, რომ ის კონტრაქტის ამოწურვამდე წავა გუნდიდან. ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე, "ბარსელონა" იმედოვნებდა, რომ ის ბუცებს ჩამოკიდებდა, რათა კატალონიელებს დიდი თანხის გადახდა თავიდან აეცილებინათ.

გარვცელებული ინფორმაციით, პიკე ძალიან უკმაყოფილოა იმით, რომ კლუბს მისი წასვლა სურს.

სხვა სტატიები