Belive

პიოლი: "მიმდინარე სეზონში წაგება პირველად დავიმსახურეთ"

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
სერია ა-ს 22-ე ტურში სტეფანო პიოლის "მილანი" სტუმრად "სპეციასთან" ანგარიშით 2:0 დამარცხდა. მილანური კლუბისთვის აღნიშნულ შეხვედრაში მარცხი იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მე-3 გამოდგა. აღსანიშნავია, რომ "მილანმა" მთელი მატჩის მანძილზე ზუსტად კარში ერთხელაც კი ვერ დაარტყა. "სპეციასთან" წაგებული მატჩი შეაფასა "მილანის" მთვარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ და განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ძალიან ცუდი შეხვედრა ჩაატარა და დამსახურებულად წააგო.
" ასეთი შეხვედრის შემდეგ სწრაფი რეაგირებაა საჭირო და ჩვენ ამას გავაკეთებთ. "სპეციამ" დამსახურებულად გაიმარჯვა, ჩვენ კი მიმდინარე სეზონში წაგება პირველად დავიმსახურეთ. ჩვენ სათამაშო ხარისხი და ინტენსივობა დაგვაკლდა, ამიტომ მეტოქემ უპირატესობა სწორად გამოიყენა". " ეს ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილი იქნება. გვესმის, რომ თუ შესაბამის დონეზე არ ვითამაშებთ, შესაძლოა ასეთი შეხვედრები კვლავ განმეორედეს". " ჩვენ არ ვართ გუნდი, რომელსაც უსახური თამაშით გამარჯვება შეუძლია. ყოველთვის ვცდილობთ კონცენტრაცია გადაცემებზე მოვახდინოთ, ვცდილობთ მატჩის მიმდინარეობისას შევინარჩუნოთ სისწრაფე და საჭირო ტემპი. როდესაც ეს ელემენტები გვაკლია არც ისე ეფექტურად გამოვიყურებით". " მთელი მატჩის განმავლობაში ვიბრძოდით, მაგრამ არაფერი არ გამოგვივიდა. კარგად გვესმის, თუ რაოდენ ნეგატიური მატჩი ჩავატარეთ, ასევე კარგად გვაქვს გააზრებული, რომ წინ სხვა რთული თამაშები გველის, თუმცა ჩვენ ისიც ვიცით, თუ რა შეუძლია "მილანს". რთული მატჩი იყო, ჩვენ ჩვეულ რიტმს უნდა დავუბრუნდეთ". " სიმწვავე დააკლდა ჩვენს შეხვედრას და მეტოქის მიერ შექმინლ პრობლემებზე რეაგირება ვერ შევძელით. ველოდით, რომ "სპეცია" აგრესიულ ფეხბურთს შემოგვთავაზებდა და შესაბამისი ზომებიც გვქონდა მიღებული, მაგრამ გეგმამ არ გაამართლა, ჩვენ შეცდომები დავუშვით, ამიტომ არაფერი არ გამოვიდა". " ცუდი გამოსვლა იყო, სწორია, რომ მოედანი თავდახრილებმა დავტოვეთ, მაგრამ ხვალიდან ჩვენ კვალვ ფეხზე წამოვდგებით".
სერია ა-ს მიმდინარე სეზონში "მილნმა" 22 ჩატარებულ შეხვედრაში 49 ქულის მოპოვება შეძლო და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება. იმ შემთხვევაში, თუ დღეს გასამართ შეხვედრაში "ინტერი" "ლაციოს" მოუგებს, კონტეს გუნდი პირველ ადგილზე გადაინაცვლებს და თანაქალაქელ "მილანს" 1 ქულით გაასწრებს.  

სხვა სტატიები