Belive

პირესი პოგბას მიმართავს: "მოკეტე და ითამაშე"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, რობერ პირესმა პოლ პოგბაზ ე ისაუბრა. "არსენალის" ყოფილმა ფეხბურთელმა ყურადღება ჟოზე მოურინიოსა და პოგბას ურთიერთობაზე გაამახვილა.  რობერ პირესმა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატი 1998 წელს მოიგო, აღნიშნა, რომ თავისი ახალგაზრდა თანამემამულე შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა მთელი ყურადღება უნდა მოიკრიბოს და ფეხბურთზე გაამახვილოს. "შესაძლოა პოგბასა და მოურინიოს არ აქვთ კარგი ურთიერთობა, მაგრამ ორივემ კონცენტრაცია "მანჩესტერ იუნაიტედზე" უნდა მოახდინოს, ისინი პროფესიონალები არიან. პოლ, მოკეტე, ფეხბურთი ითამაშე და განაგრძე პროგრესი, ეს შენი საქმეა" - განაცხადა პირესმა. ვეტერანმა ფეხბურთელმა ეროვნული ნაკრების მომავალსა და წარსულზეც ისაუბრა და გაიხსენა  დრო, როდესაც ზინედინ ზიდანთან და დიდიე დეშამთან ერთად თამაშობდა.

სხვა სტატიები